ჩოგბურთი

15:30 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ჰანესკუს იოლად მოუგო

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი იოლად დასძლია.

ბასილაშვილმა ერთ დროს მსოფლიოს 26-ე ჩოგანი რუმინელი ვიკტორ ჰანესკუ 6:4, 6:2 დაამარცხა, რისთვისაც მხოლოდ 1 საათი დასჭირდა.

ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მე-2 წრეში კი 26-ე ნომრად განთესილ უზბეკ ფარუხ დუსტოვს და “უაილდ ქარდის” მქონე ბრიტანელ რიჩარდ ბლუმფილდს შორის უმჯობესს ეთამაშება.

ჯამში, უიმბლდონის ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

0.115758