გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ვერიას” შეუთანხმდა. ინტერნეტპორტალი sport-fm.gr-ი ირწმუნება, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ბერძნული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გასულ სეზონში, მერებაშვილი კრეტას ოფი-ში გამოდიოდა და ხსენებული გუნდის რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა. თუმცა, გუნდი ნაადრევად დატოვა, რადგან ფინანსური კრიზისი გამო ოფი-მ ჩემპიონატი ვერ დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ეს მეტად ენდობა, ისე ერთ პრობლემაა ევროპაზე რუსებთან თუ მოვხდით ჯგუფში ეგ ყველანაირად ეცდება ვიკა ფორმაში არ შევიდეს.