გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ "მაინცის" 21 წლის ნახევარმცველი იოჰანეს გეისი კარიერას გელზენკირხენის "შალკეში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "მაინცის" ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაადასტურა.
გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის მიმართ ინტერესს რომის "ლაციოც" იჩენდა, თუმცა ტრანსფერის გაჩარხვა იტალიელებზე უკეთ გელზენკირხენელბმა შეძლეს.
გეისი "მაინცის" რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ტუხელსაც უნდოდა დორტმუნდში
გეისი არა გაისი
აბა ლაციოში გადავიდაო და რას ხარობდნენ ტყუილად.
გახარებით მაშინ გაგვიხარდება როცა ლოტიტო მაღალი დონის მცველებს და ერთ ძლიერ თავდამსხმელს მოუყვანს პიოლის!