ფეხბურთი

14:06 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელმა ფეხბურთელებმა კენჭისყრა შეაფასეს

უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე კენჭისყრის შედეგად ბათუმის “დინამო” კვიპროსის “ომონიას” შეხვდება. თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ზღვისპირელმა ფეხბურთელებმა მომავალი დაუპირისპირების შესახებ კომენტარები კლუბის ვებგვერდთან გააკეთეს.

ბადრი ტეტუნაშვილი: “წილისყრის სანახავად ერთად შევიკრიბეთ. სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე უფრო სუსტ გუნდს ვისურვებდი. თუმცა, ახლა ამას ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით “ომონია” ცოტა შესუსტებულია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა, რომ ბიჭები ერთიანი ძალებით შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ”.

თეიმურაზ შონია: “განთესილთა კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგხვდა, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ ვიბრძოლებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

ვალერიან თევდორაძე: “წილისყრით უკმაყოფილო არ ვარ. იმის შანსიც იყო, რომ უფრო რთული ან უფრო ადვილი მეტოქე შეგვხვედროდა. თუ ბოლომდე დავიხარჯებით დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ეტაპს აუცილებლად გადავლახავთ”.

ანზორ სუხიაშვილი: “გამოცდილ გუნდს დაუპირისპირდებით. ევროპა ლიგის გასული სეზონი კვიპროსელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინასწარ ჩამოვუშვებთ ხელებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვსდგეთ ევროპა ლიგაზე”.

0.189416