ჩოგბურთი

13:44 | 23.06.2015 | ნანახია 0 - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია შვედეთში, შაფათავა – შვეიცარიაში

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში იმყოფებიან და ძალებს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

გორგოძის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – შვედი იულია როსენკვისტი იქნება, ხოლო ქვაცაბაია მე-8 ნომრად განთესილ გერმანელ ნინა ზანდერს ეთამაშება.

წყვილებში გორგოძეს და შვედ კორნელა ლისტერს პირველი განთესვა გააჩნიათ და ასევე შვედებს – ეკსა და როსენკვისტს გაეჯიბრებიან, ხოლო ქვაცაბაია და ბერძენი ვეტერანი ელენი დანილიდუ შვედი ნიუკის და დანიელი სვარეს პირისპირ დადგებიან.

შვეიცარიულ ლენცერჰეიდეში ასევე 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს სოფო შაფათავა. მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ შტეფანი ვორიჰს დაუპირისპირდება.

წყვილებში შაფათავას და ბელარუს ლიძია მაროზავას მე-2 რეიტინგი აქვთ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაბმებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:14 | 14.03.2020
bavaria-munchen5 (1844)

დორტმუნდს კარგი სასტავი ყავდა ასევე მძორი ვიერი და დეშამი ვის რა ყ..ზე ეკიდა მიუნხენში

0.066642