სომხეთის ქალაქ ჯერმუკში გრძელდება კარენ ასრიანის სახელობის მემორიალი, სადაც საქართველოს ღირსებას ბაჩანა მორჩიაშვილი (2317) იცავს.
ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ, ბაჩანამ მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით სომეხ სამველ ტერ-სააკიანთან (2586) დამარცხდა და 4.0 ქულით 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში მორჩიაშვილის მეტოქე ირანელი მარი ოორიად პუია (220) იქნება.
ამ დროისთვის, 6-6 ქულით ტურნირს უკრაინელები – მიხაილო ოლეკსეენკო (2629) და ანტონ კორობოვი (2698).