საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა. იმერული გუნდის ღირსებას მომავალ სეზონში გაბრიელ თებიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გივი იოსელიანი, ავთო ენდელაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა ღონღაძე, დავით რაჟამაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, დავით მთივლიშვილი დაიცავენ.
მათ გარდა, "სამტრედიამ" ახალი სამწვრთნელო შტაბიც წარადგინა. სამტრედიელებს გია ცეცაძე გაწვრთნით, რომელსაც დახმარებას გია ჭანტურია და თემურ ლორთქიფანიძე გაუწევენ.
თებიძემ გასული სეზონი ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა. მისივე თანაგუნდელები იყვნენ მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი. იოსელიანი "სამტრედიას" ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა, ისევე როგორც ზივზივაძე. ცნობილაძე ბოლნისის "სიონიდან", ღონღაძე და ენდელაძე კი "ზუგდიდის" რიგებში თამაშობდნენ. რაჟამაშვილი, სიხარულიძე და მთივლიშვილი კი ბოლოს "ზესტაფონში" ირიცხებოდნენ, შერგელაშვილი გია ცეცაძის გუნდს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. მარკოზაშვილი კი "ცხინვალის" ფეხბურთელი იყო.
როგორც "მსოფლიო სპორტისთვის" გახდა ცნობილი, "სამტრედია" ამით სატრანსფერო კამპანიას არ ასრულებს და ახალი ფეხბურთელების დამატებას კიდევ გეგმავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარადგინაო და ერთი ფოტო მაინც დადეთ. ყველაფერში ესე ჩამორჩენილები როდემდე უნდა ვიყოთ?!
ზივზივადზეს პენალი დაარტყმევიეთ
ბუდუ ზივზივაძემ ისეთი ბურთი ააცილა სამტრედიასთან კი უნდა წაეყვანათ
მაგიტო წაიყვანეს
დუბლებიდან არ დააწინაურეს ვინმე? როგორც ვიცი დუბლებში ყავდათ კარგი ფეხბურთელები. ერთ-ერთი თბილისიდან იყო.
კაი სასტავი კი შეუკრებია სამტრედიას, სერიოზული ძალა იქნება მომავალში.
წარმატებები
წარმატებები სამტრედიას, ეს ბირთვი უნდა შეინარჩუნონ თუ უნდათ რაიმეს მიღწევა და ყოველი სეზონის ბოლოს არ გააკეთონ მასობრივი წმენდები
არ მანტერსებს, ძლიერი გუნდი უნდა აშენდეს მრავალწლიანი პროგრამის გათვალისწინებით. ნომერ პირველი გუნდი უნდა ვიყოთ საქართველოში და სტაბილურად უნდა ვთამაშობდეთ ევროტურნირებზე(ჯგუფურ ეტაპებზე).
ეეჰ მე მგონი ცუდადაა გურიის საქმეები, ძალიან ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი, თითქმის ყველა გუნდს უჭირს
დარჩა ვინმე სადმე თუ ყველა მაგათ წაიყვანეს
რავი აბა რავთქვათ ერთიდაიგივე სახებიი უბრალოს სხვადსხვა გუნდებში ყოველწელს .....წარმატებები მაინც...
ეგრეა კლუბიდან კლუბში მოგზაურობენ.
რაო, სამტრედიაში პენსიონერებს პატივს აღარ ცემენ???? ... წარმატებები ...დაჩი ცნობილაძე ჩვენც გამოგვადგებოდა