ნორვეგიაში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირზე ორი მოულოდნელი შედეგი ფიქსირდება. მართალია, კარლსენმა გამოკვეთილ აუტსაიდერობას თავი დააღწია, მაგრამ მაინც აუტსაიდერთა შორის იმყოფება, რომელიც ბოლო ადგილზე მყოფ ჰამერს მხოლოდ ნახევარი ქულით უსწრებს. რაც შეეხება ბულგარელ ვესელინ ტოპალოვს, 6 შესაძლებლობიდან ძალიან კარგი შედეგი, 5.5 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს ანანდსა და ნაკამურას 1.5 ქულით უსწრებს. ჭადრაკში ასეთი უპირატესობა გრანდიოზულ საერთაშორისო ტურნირებში კი არა რიგით შეჯიბრებებშიც კი საკმაოდ დიდი უპირატესობაა.
მეექვსე ტურში ტოპალოვმა შავებით გრიშუკი დაამარცხა, ხოლო კარლსენი ნაკამურას დაუზავდა.
მომდევნო, მეშვიდე ტურში ტოპალოვი ტურნირის ერთ-ერთ რეიტინგ-ფავორიტ კარუანას შეხვდება, ხოლო კარლსენი ვაშიე-ლაგრავის დაუპირისპირდება.
მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) – ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) 0:1
ფაბიანო კარუანა (იტალია) – ჯონ ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია) 0.5:0.5
ანიშ გირი (ჰოლანდია) – ლეონ არონიანი (სომხეთი) 0.5:0.5
ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1:0
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ
I ტოპალოვი 5.5 ქულა
II-III ანანდი, ნაკამურა 4-4
IV გირი 3.5
V-VII ვაშიე-ლარავი, არონიანი, კარუანა 2.5-2.5
VIII-IX გრიშუკი, კარლსენი 2-2
X ჰამერი 1.5
მეშვიდე ტურის შეხვდერათა განრიგი
ნაკამურა – გრიშუკი
ვაშიე-ლაგრავი – კარლსენი
არონიანი – ანანდი
ჰამერი – გირი
ტოპალოვი – კარუანა