საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკის ქალაქების – ალბანისა და ბაფალოს საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში – “ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო”, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსშენობაში მდებარე საქართველოს სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს.
საქართველოში ამერიკელი სტუმრები 28 ივნისამდე დარჩებიან. თბილისის გარდა, ჩვენი სტუმრები ქუთაისს, ზუგდიდსა და ბათუმს ეწვევიან.
დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.







