ფეხბურთი

11:08 | 23.06.2015 | ნანახია 1321 - ჯერ

ფალკე "რომას" ფეხბურთელია

იტალიური "ჯენოას" 25 წლის თავდამსხმელი იაგო ფალკე ახალი სეზონიდან "რომას" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი "ჯალოროსიმ" ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი თავდამსხმელის სანაცვლოდ "ჯენოამ" 15 მილიონი ევრო მიიღო.

იაგო ფალკე "ჯენოაში" წლის წინ გადაბარგდა და სერია A-ში ჩატარებულ 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე კი იგი "რაიო ვალეკანოსა" და "ალმერიას" რიგებში ირჯებოდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:56 | 23.06.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

იმედია გამოდგება იაგო

14:20 | 23.06.2015
gerard888 (1536)

კაი ბიჭია ფალკე.

12:43 | 23.06.2015
Gigi Tsereteli (13)

15 მილიონი არ გადაუხდია რომას, 10 გადაუხადა

0.116102