ფეხბურთი

21:48 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: "ბათუმის "დინამო" თავს არ შეირცხვენს"

ბათუმის "დინამო" ევროტურნირებს 17 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ზღვისპირელთა მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, როგორც უკვე ცნობილია, ნიქოზიის "ომონია" იქნება. მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით "მსოფლიო სპორტთან" კომენტარი "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა გააკეთა. მისი თქმით, "ომონია" სერიოზული და ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა "დინამო" ბოლომდე იბრძოლებს და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

"ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა. ჩვენს შესაძლო მოწინააღმდეგეებში ყველა ძლიერი გუნდი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. "დინამო" ევროტურნირებზე ტრადიციულად კარგად თამაშობდა, თავი არასდროს შეურცხვენია და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება", - გვითხრა ფედიჩკინმა.

"დინამოსა" და "ომონიას" მატჩები 2 და 9 ივლისს გაიმართება.

0.118099