ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლიდერი ანდრეა პირლო, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ამერიკული MLS-ის ბინადარ "ნიუ-იორკ სიტის" წევრი გახდეს. ამის შესახებ ამერიკული მედია აქტიურად წერს. პირლო საზაფხულო შვებულებას სწორედ ნიუ-იორკში ატარებს.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, 36 წლის ფეხბურთელი ამერიკულ გუნდთან კონტრაქტს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ "ნიუ იორკის" რიგებში ცნობილი ფეხბურთელები, ფრენკ ლამპარდი და დავიდ ვილია ირიცხებიან.
პირლოს "იუვენტუსიდან" აბარგების შესახებ ხმები უკვე კრგა ხანია დაირხა. ვეტერანი ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობა ოთხჯერ მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ხავიც რომ ამერიკაში წასულიყო უკეთესი იქნებოდა ალბათ !
დროა წასვლის,ნელი გახდა ძალიან უკვე მაგრამ მაინც უმაგრესია,ფენომენი...