ფეხბურთი

18:41 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი “სამტრედიაში” ითამაშებს

ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი მცველი გიორგი მჭედლიშვილი კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს.

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილია, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სამტრედიელებთან, რომელთაც მომავალ სეზონში გია ცეცაძე გაწვრთნის, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განვლილი სეზონის პირველი წრე მჭედლიშვილმა თბილისის “დინამოში” გაატარა, სადაც 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე წრეში “გურიაში” 14-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

0.11287