საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე რუმინეთის “ბოტოშანთან” იოლი ბრძოლა არ ექნება.
კახა კაჭარავა: “რუმინული ფეხბურთი ჩვენსაზე დაბალ დონეზე დგასო რომ გითხრათ ტყუილი იქნება. რუმინელები საშუალო ევროპულ დონეზე მაღლა არიან. ამ გუნდზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. რაც ვიცით, არც შიდა ჩემპიონატში და არც ევროთასებზე რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. ფეხბურთელები არც რუმინეთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში ჰყავთ.
ტრადიციულად რუმინელებს ტექნიკური და ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები ჰყავთ. “ბოტოშანი” შეკრებაზეა ავსტრიაში და 24 ივნისს დონეცკის “შახტართან” ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შესაძლოა, ამ თამაშის ვიდეოფირი მოვიპოვოთ და მეტოქეზე უფრო მეტი გვეცოდინება. აქამდე, რუმინელებმა ავსტრიაში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს ალბანეთისა (“ბოტოშანი”-“კუკეში” 2:1, რედ.) და უნგრეთის (“ბოტოშანი”-მტკ 0:1, რედ.) გუნდებთან.
ჩვენს მსგავსად რუმინელებიც ევროთასებზე პირველად თამაშობენ და მოტივირებული იქნებიან. ასე რომ, იოლი ბრძოლა არ გველის”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ცხინვალს
ჩვენც ველით
ახალი ინფო დილას ქომაებისთვის, 6 თვიანი იჯარით შესაძლოა (ზუგდიდის ყოფილი) ზამბიელი ლეგიონერი, ამჟამად ურალის ნახევარმცველი ჩისამბა ლუნგუ ჩაირიცხოს. ეს უკანასკნელი ზამბიის ნაკრების მუდმიი წევრი და აფრიკის თასის გამარჯვებულია. მასი შეუძლია როგორც, ფლანგზე ასევე ცენტრალურ და შემტევ ნახევარმცველად თამაში, სავარაუდოდ ნიკა კვეკვესკირის შეცვლელად განიხილბა.მის ტრანსფერსაც მამუკა ჯუღელის სახელს უკავშირებენ.
chemi azrit yvelaze kargi shansi qartuli klubebidan cxinvals aq da am etaps gaivlian kidec. tan kai fexburtelebi daimates.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ns9am5umuMo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ns9am5umuMo':'https://www.youtube.com/watch?v=ns9am5umuMo'))
ამას უყურე კაჭარავა და მიხვდები რა გუნდიც არის
ძალიან სიმპატიური გუნდია ცხინვალი და დიდი იმედი მაქვს რო გაივლიან პირველ ეტაპს.. ხშირად აღვნიშნავდი რო იმ პირობებში რა პირობებშიც მაშინ დინამო იყო კაჭარავა საკმაოდ რესპექტაბელურად ათამაშებდა გუნდს ევროთასებზე
) ფიფიას მოსვლამდე ძლივს რო ინახავდნენ გუნდს მაინც არ შეურცხვენია ამ კაცს ევროთასებზე თAვი..
50-50-ზე არის შანსები შეიძლება მცირედით შანსები ცხინვალს უფრო ქონდეს.
წარმატებები.
წარმატებები ცხინვალს...კარგი ტრანსფერები გააკეთეს და იმედი არის...
ცხინვალი - ბოტოშანი
40% - - 60%