უეფამ, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩზე (0:2) მოედანზე გულშემატკივრების შეჭრისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 50000 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვეგბგვერდი იუწყება.
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ეს სანქცია მიმდინარე წლის 29 მაისს მიიღო. უეფას ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ქართული მხარე სტადიონზე გულშემატკივრების შეჭრისთვის, ფეირვერკებისთვის, არასათანადო ორგანიზაციისთვის (კიბეების ბლოკირება, ზედამხედველობის არქონა, კარების დაკეტვა, აკრედიტაციის სისტემა) დასაჯა.