რაგბი

16:03 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაც არ გერგება...

ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც “თბილისის თასის” სამივე შეხვედრა დათმო, მაგრამ მეასედი სარეიტინგო ქულაც არ დაუკარგავს, გასულ ორშაბათს “ბუქარესტის თასზე” ესპანეთის რუმინეთთან მარცხით (9:35) ისარგებლა და რეიტინგში მე-20 ადგილზე აღზევდა, მაგრამ ერთ კვირაში კვლავ 21-ეზე დაქვეითდა.

მიზეზი ისევ “ბუქარესტის თასია”, სადაც ესპანეთმა დასკვნით ტურში მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქე ნამიბია 20:3 დაამარცხა და სარეიტინგო მონაგარი 0,99 ქულით გაზარდა. შედეგად, მან დაკარგული, კუთვნილი მე-20 საფეხური დაიბრუნა. ამავე ტურნირის დასკვნით ტურში რუმინეთმა არგენტინის “იაგუარები” 23:0 დაამარცხა და თასი შინ დაიტოვა, თუმცა, ეს შედეგი რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, გასულ კვირაში ორი თამაში წააგო, მაგრამ რადგან მისი მეტოქეები არა ეროვნული ნაკრებები, არამედ “მზარდი იტალია” და “მზარდი ირლანდია” იყვნენ, ამას რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 22 ივნისისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 93,70

2 (2). სამხრეთ აფრიკა 88,23

3 (3). ირლანდია 85,76

4 (4). ინგლისი 85,40

5 (5). უელსი 84,07

6 (6). ავსტრალია 82,95

7 (7). საფრანგეთი 79,74

8 (8). არგენტინა 78,23

9 (9). სამოა 75,39

10 (10). შოტლანდია 74,79

11 (11). ფიჯი 74,57

12 (12). ტონგა 74,12

13 (13). იაპონია 73,70

14 (14). საქართველო 72,16

15 (15). იტალია 71,85

16 (16). აშშ 67,61

17 (17). კანადა 66,83

18 (18). რუმინეთი 66,73

19 (19). რუსეთი 64,65

20 (21). ესპანეთი 63,08

21 (20). ურუგვაი 62,11

22 (22). ნამიბია 57,74

23 (23). ჩილე 57,34

24 (24). ჰონკონგი 57,31

25 (25). კორეა 56,70

26 (26). ბელგია 56,47

27 (27). ზიმბაბვე 56,44

28 (28). პორტუგალია 55,72

29 (29). გერმანია 54,78

30 (30). კენია 54,31

31 (31). უკრაინა 54,07

32 (32). მოლდოვა 53,69

33 (33). ჰოლანდია 51,86

...

0.119206