ფეხბურთი

15:36 | 22.06.2015 | ნანახია 1241 - ჯერ

“მილანი” კავანისთვის 50 მილიონს ამზადებს

იტალიური “მილანი”, “პორტუდან” ჯექსონ მარტინესის ტრანსფერის ჩაშლის მიუხედავად, თავდასხმის ხაზის გაძლიერების იმედს არ კარგავს და ახალ ვარიანტებს ეძებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელები მზად არიან ფრანგულ გრანდ პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ვარაუდობენ, რომ 28 წლის ურუგვაელის შეძენის შემთხვევაში, “როსონერის” ახალი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სათამაშად ორ სქემას - 4-2-3-1, ან 4-3-1-2 გამოიყენებს.

გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 35 მატჩში კავანიმ 18 გოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063596
1241