ფეხბურთი

13:21 | 22.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია (+VIDEO)

კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშება დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გვიან ღამით C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

პირველი მატჩი კოლუმბიასა და პერუს შორის უგოლოდ დასრულდა (VIDEO). ბრაზილიამ ვენესუელა 2:1 დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. მე-9 წუთზე ტიაგო სილვამ რობინიოს გადაცემით ანგარიში გახსნა, 51-ე წუთზე კი ფირმინომ ვილიანის გადაცემით ისარგებლა. 84-ე წუთზე ვენესუელამ ფედორის გოლით ანგარიში კი შეამცირა, თუმცა საბოლოოდ ტურნირს მაინც გამოეთიშა (VIDEO). მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პსჟ-ს მცველი და პირველი გოლის ავტორი ტიაგო სილვა აღიარეს.

ბრაზილია მეოთხედფინალში პარაგვაის დაუპირისპირდება, არგენტინა – კოლუმბიას, ხოლო პერუ – ბოლივიას.

მეოთხედფინალში მატჩების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

25 ივნისი. 1. ჩილე – ურუგვაი 03:30 საათი

26 ივნისი. 2. ბოლივია – პერუ 03:30

27 ივნისი. 3. არგენტინა – კოლუმბია 03:30

28 ივნისი. 4. ბრაზილია – პარაგვაი 01:30

29 ივნისს ნახევარფინალში პირველი და მეორე მეოთხედფინალურ წყვილში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ივნისს – მესამე და მეოთხე წყვილში საუკეთესონი. ფინალი 4 ივლისს გაიმართება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.235001