ესპანეთის სეგუნდადივიზიონის პლეიოფში “ლას პალმასმა” “სარაგოსა” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და პრიმერადივიზიონს 13-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის “სარაგოსამ” შინ 3:1 მოიგო. “გრან კანარიაზე” გამართულ განმეორებით შეხვედრაში “ყვითლები” როკე მესამ 33-ე წუთზე დააწინაურა. “რეალი” უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო არაუხომ 84-ე წუთზე ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა და “ლას პალმასს” სანუკვარი გამარჯვება მოუტანა (VIDEO).
ბოლოს “ყვითლები” პრიმერადივიზიონში 2001/02 წლების სეზონში იყვნენ და გუნდი მე-18 ადგილზე გავიდა. “ლას პალმასის” გარდა ლა ლიგის მომდევნო სეზონში სეგუნდა დივიზიონიდან “ბეტისი” და “ხიხონი” იასპარეზებენ.