ფეხბურთი

12:20 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “სამწუხაროდ biletebi.ge ტექნიკურად მზად არ აღმოჩნდა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ უეფას ევროპის სუპერათასის ბილეთების გაყიდვის გამო წარმოშობილ ხარვეზის თაობაზე განმარტება გააკეთა. 22 ივნისს დილის 9 საათიდან საიტმა biletebi.ge-მ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ საიტი გადაიტვირთა და ბილეთების გაყიდვა შეწყდა.

დომენტი სიჭინავა: “მინდა გითხრათ, რომ biletebi.ge არის კომპანია, რომელიც უეფამ აირჩია. კვირას, ამ კომპანიის ტექნიკურ დირექტორს შევხვდი, რომელიც ყველა ხარვეზზე პასუხისმგებელია. biletebi.ge-მ მოგვცა გარანტია, რომ ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნებოდა. მისი წარმომადგენელის თქმით, ტესტი გაიარეს და წუთში 2500 ბილეთის გაყიდვა შეუძლიათ. სამწუხაროდ, ორშაბათს დილას მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დილის 9:05 წუთზე საიტზე 10 000 მყიდველი შემოვიდა, რის გამოც ბილეთების გაყიდვასთან დაკავშორებით ხარვეზი წარმოიშვა”.

-დღეს, ბილეთები გაიყიდება თუ არა?

-კონტრაქტით biletebi.ge ვალდებულია ბილეთები გაყიდოს. ამ კომპანიამ გარანტია მოგვცა, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკურად მზად არ აღმოჩნდა.

- biletebi.ge-ზე წერია, რომ საიტზე ჰაკერული შეტევა იყო.

-როგორც მე ვიცი ჰაკერული შეტევა იყო, ამიტომ უცხოეთიდად შემოსული სიგნალი დაბლოკეს. მათი თქით, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებენ.

-სანქციები თუ დაეკისრებათ?

-ეს უეფას გადასაწყვეტია. მათ უეფასთან აქვთ ხელშეკრულება დადებული, რომელშიც უწერიათ რომ საიტის გამართულად მუშაობა უნდა უზრუნველყონ.

-biletebi.ge-ის წარმომადგენლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირზე თუ არიან?

-ჩვენთანაც არიან კავშირზე და უეფასთანაც. გარდა ამისა, შეთანხმებული ვართ რომ საათში ერთხელ ბილეთების გაყიდვის შესახებ საიტზე ინფორმაცია დადონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118597