ფეხბურთი

11:43 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი შესაძლოა “ფიორენტინაში” დაბრუნდეს

ლონდონის “ჩელსის” ეგვიპტელმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნაწილი განათხოვრების წესით ფლორენციის “ფიორენტინაში” გაატარა, შესაძლოა ისევ იტალიაში განაგრძოს თამაში.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 23 წლის ეგვიპტელი “ფიორენტინაში” კიდევ ერთი სეზონით დატოვონ, მით უმეტეს, რომ შეთანხმებაში ასეთი პირობა ჩადებულია. ფლორენციელებს ამისათვის მხოლოდ ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

ახლა გადაწყვეტილება პირადად სალაჰმა უნდა მიიღოს. მას არჩევანის გაკეთება “ფიორენტინაში” გადასვლასა და “ჩელსიში” დარჩენას შორის მოუწევს, სადაც სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება და ამისათვის ბრძოლა მოუწევს.

სალაჰი “ჩელსიში” 2014 წლის ზამთარში გადავიდა და პირველ სეზონში პრემიერლიგის 10, ხოლო განვლილი სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა. თებერვლიდან ის “ფიორენტინას” შეუერთდა და სერია A-ს 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.128753