ფეხბურთი

21:55 | 21.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ნიუკასლი” კოულის შეძენაზე ფიქრობს



ინგლისური “ნიუკასლი” იტალიური “რომას” ვეტერანი მცველის ეშლი კოულის შეძენაზე ფიქრობს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.

“კაჭკაჭების” ხელმძღვანელობას მაღალი დონის მარცხენა უკანახაზელის დამატება სურს და ერთ-ერთ კანდიდატურად ეშლის განიხილავს, რომელიც მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით “რომას” დატოვებს.

34 წლის ინგლისელს “მგლებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა დედაქალაქურ კლუბს კარგად ვერ მოერგო და წასვლაში ხელს არ შეუშლიან. მან დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 01.03.2014
gru (89)

ლელა გილოცავ მთელი გულით მომავალში გვენახოს შენი წარმატებები! ასევე ვულოცავ ნინოს და ბელას საპრიზოებს.მხოლოდ გაუგებარია ჩემთვის როგორ შეიძლება 4 სვლაში ყაიმი გაკეთდეს.ბელასაც ვულოცავ ნამდვილად ღირსეული მოჭადრაკეა და ბოლომდე ბრძოლობს.გილოცავთ!!

08:37 | 01.03.2014
gudu1985 (523)

წარმატებები!

23:30 | 28.02.2014
ogafa (10230)

გილოცავ ლელა წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064031