ესპანეთში ტურნეზე მყოფმა საქართველოს ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი 28-26 მოუგო კლუბ ბარსელონას თანატოლებს. მეორე თამაში 23 ივნისს გაიმართება, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ესპანეთშივე, გრანოლერსის თასზე გააგრძელებს ასპარეზობას.
მატჩი ტიტო ვილანოვას სახელობის ბარსელონას საწვრთნელ ცენტრში გაიმართა. ქართველმა ჭაბუკებმა პირველი ტაიმი 15-14 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში, უპირატესობა შეინარჩუნეს. მწვრთნელებმა საგანგებოდ გამოარჩიეს მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, თუმცა, აღნიშნეს, რომ მთლიანად გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ნაკრებს შევსება აქვს - გუნდს ბარსელონაში დაემატა უკანახაზელი ზურაბ გოგავა, რომელიც ბოლო ერთი წელია გერმანიაში სწავლობს და იქაურ გუნდში, ვალდდორფერ შპორტფერაინში თამაშობს.
ოლიმპიური ნაკრები ემზადება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც თბილისში, ახალ სახელბურთო არენაზე 27 ივლისს დაიწყება.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები (-17) ესპანეთში
21ივნისი: ბარსელონა (17) - საქართველო (17) 26-28 (14-15)
23 ივნისი: ბარსელონა (17) - საქართველო (17)
24-28 ივნისი: გრანოლერსის თასი (-18, 1997-98)
ნაკრები: სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, იმედი) - ერეკლე არსენაშვილი (P, 1998, ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (P, 1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (CB, 1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (CB, 1999, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, იმედი), გიგი ფერაძე (LB, 1998, ქარიშხალა), ლუკა ბულბულაშვილი (RB, 1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (RB, 1998, გორი), გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (RW, 2001, პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, იმედი), ლევან მამულაშვილი (LW. 1998, ქარიშხალა), ზურაბ გოგავა (LB/RB, 1998, პეგასი/ვალდდორფი, გერ)
მთ. მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე