“დინამო თბილისი” ლაშა დვალით დაინტერესდა. აღნიშნული ცნობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა.
“პირადად ჩემთვის “დინამოდან” არავის დაურეკია, თუმცა ჩემს აგენტს “დინამო თბილისის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მათი მხრიდან ნამდვილად არსებობს ინტერესი.
ამ ეტაპზე არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას, უცხოური კლუბების დაკონკრეტება არ მსურს” – განაცხადა დვალმა.
“რედინგის” საკუთრებაში მყოფმა ლაშა დვალმა გასული სეზონის მეორე ნახევარში განათხოვრების წესით “ქასიმფაშასთვის” ითამაშა. ლაშამ თურქეთის სუპერლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.