ფეხბურთი

18:50 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი კვლავ ლეგიონერია

ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა “მსოფლიო სპორტმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო.

“რეინჯერსის”, “ბლექბერნის”, “ნიუკასლისა” და “რედინგის” ყოფილი მცველი გასულ სეზონში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა. ზურამ 2014-15 წლების სეზონის პირველი ნახევარში “დინამო თბილისისთვის” ითამაშა, შემდეგ კი “სამტრედიაში” გადავიდა.

33 წლის ხიზანიშვილმა გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძეა. ხიზანიშვილის თანაკლუბელები ასევე იქნებიან, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია და ლაშა კასრაძე.

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ბაქოს “ინტერმა” გასული სეზონის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

0.115868