კალათბურთი

17:28 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” – “ბარსელონა” 2:0

კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. “რეალმა” “ბარსელონა” 100:80 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მატჩში გადამწყვეტი პირველი პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მადრიდელებმა 31:10 მოიგეს. პირველ პერიოდში 21-ქულიანი უპირატესობის მოპოვების მთავარი შემომქმედი “სამეფო კლუბის” გამთამაშებელი სერხიო ლული გახლდათ, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ლულმა საბოლოოდ 24 ქულას მოუყარა თავი, “რეალში” ასევე 17 ქულით რუდი ფერნანდესი გამოირჩა.

სერია სამ მოგებამდეა, მესამე შეხვედრა 24 ივნისს ბარსელონაში გაიმართება.

“რეალი” – “ბარსელონა” 100:80 (31:10, 18:22, 26:24, 25:24)

“რეალი”: ლული (24 ქ.), ფერნანდესი (17 ქ.), აიონი (12 ქ.), ქეროლი (9 ქ.), ნოჩიონი (7 ქ.), რეიესი (6 ქ.), მეჯრი (6 ქ.), რივერსი (5 ქ.), სლოტერი (5 ქ.), როდრიესი (4 ქ.)

“ბარსელონა”: დეოლმანი (24 ქ.), ტომიჩი (11 ქ.), სატორანსკი (10 ქ.), აბრინესი (9 ქ.), უერტასი (7 ქ.), ნახბარი (5 ქ.), ჰეზონია (5 ქ.), პლაისი (4 ქ.), ჯექსონი (3 ქ.), ოლესონი (1 ქ.), ტომასი (1 ქ.)

სერიას “რეალი” 2:0 იგებს

0.127961