სხვა

14:22 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში ვერ გააღწიეს

ქართველმა ქალმა მშვილდოსნებმა ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს. ინდივიდუალური შეჯიბრის 1/16-ფინალიდან ბრძოლას ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე აგრძელებდნენ, თუმცა, სამეულს მიღმა დარჩნენ.

საინტერესოა, რომ ლობჟანიძემ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ – იტალიის სახელით მოასპარეზე ნატალია ვალეევას 6:2 სძლია, მერვედფინალში კი ესპანელ მარინთან 2:6 წააგო.

თავის მხრივ, ნარიმანიძემ ესპანელსავე მარტინს 6:5 მოუგო, თუმცა, თურქ ანაგოზს ვეღარ გაუმკლავდა – 4:6.

ამდენად, მშვილდოსნობის შეჯიბრს ერთადერთი ქართველი სპორტსმენი შემორჩა. 22 ივნისს ვაჟთა 1/16-ფინალში ლაშა ფხაკაძე პოლონელ შაფრანს გაეჯიბრება.

0.13365