ჭადრაკი

14:01 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორჩიაშვილი ჯერმუკის ტურნირში ჩაერთო

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარეობს კარენ ასრიანის სახელობის რიგით მე-8 მემორიალი, რომელშიც ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე ბაჩანა მორჩიაშვილი (2317) თამაშობს.

მე-5 ტურში მორჩიაშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი ევგენი პერმიაკოვი (2141) დაამარცხა და 3.0 ქულით 92 მონაწილეს შორის 24-ე ადგილზე დამკვიდრდა.

ამ დროისთვის, 5.0 ქულით ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუსი დენის ხიშმატულინია (2646).

9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-6 ტურში მორჩიაშვილი შავებით ირანელ ნიმა ფენდერესკის (2180) ეთამაშება.

0.116474