თამაშგარე

12:53 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სარატე ქვემოთ,  ნატალი ზემოთ...

საფეხბურთო კარიერამიფუჩეჩებული არგენტინელი ფეხბურთელი, მაურო სარატე რამდენადაც დაღმართში მიექანება, იმდენად წარმატებული და პოპულარული ხდება მისი მოდელი ცოლი, ნატალი ვებერი, რომელმაც ბრიტანული ბულვარული მედია სრულად დაიპყრო და ინგლისზე გაჩერებას არ აპირებს.

ნატალი ვებერის სექსუალური იმიჯი გონებას არაერთ მამაკაცს უბინდავს და ეს მისმა ბურთის მაგორებელმა მეუღლმაც კარგად იცის. მაურო სარატე ამბობს, რომ ამაყობს მომხიბლველი ცოლით და მოხარულია, რომ მისი სავსე მკერდის ჩაბურჯღვნის ექსკლუზიური უფლება ოდენ მას გააჩია.

სარატე გასაგებია, რომ ბედნიერია წარმატებული და მომხიბვლელი ცოლით, რომელთანაც ერთი შვილი უკვე ყავს, მაგრამ შესაძლებელია მას თავზე უკვე ისე ლამაზად აქვს ამოსული პატარა “რქებუნიები” რომ ვერც კი ხვდებოდეს ამას. “ყვითელი” პრესა აქა-იქ ნატალი ვებერზე გულშევარდნილ ცნობილ მამაკაცებზეც წერს და ვის გულში რა ტრიალებს ვინ იცის?...

0.153718