როგორც თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი შემტევი ლუიშ ნანი კარიერას სტამბულის “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს.
ფეხბურთელმა ახალ გუნდთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა. ნანი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 55 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
თურქული კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და ტრანსფერის განსახორციელებლად საბოლოო დასტური “ფენერბაჰჩემ” “წითელი ეშმაკებისგან” უნდა მიიღოს.
გასულ სეზონში ნანი ლისაბონის “სპორტინგში” გახლდათ განათხოვრებული. პორტუგალიელმა 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაროჩე ესეც გახდა მოხეტიალე
xval kenjisyra romel saatzea vinmem xoar icit? imedia admin dawer statias xvalindel kenjisyraze. qartuli gunddebis savaraudo metoqeebi vinebi arian. imedia gagvimartlebs..warmatebebi yvela qartul klubs
კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბედი არ სწყალობს...ბევრს სჯობს რომლებიც დღემდე გრანდებში თამაშობენ
გამოადგება ფენერს
ამის დანახვაზე ყოველთვის ეპანეთთან გატანილი აფსაიტი მახსენდება