მერსისაიდულ “ლივერპულს” საფრანგეთის ნაკრებისა და “ნიუკასლის” ნახევარმცველის მუსა სისოკოს შეძენა სურს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Metro.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “წითლების” ხელმძღვანელობა სისოკოს ტრანსფერის თაობაზე წინადადებას ამზადებს და “ნიუკასლის” ბოსობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს. როგორც ირკვევა, “კაჭკაჭები” ფრანგ ფეხბურთელს 17 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ შეელევიან.
25 წლის მუსამ განვლილ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.