კალათბურთი

22:37 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში მიემგზავრება

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები 13 სპორტსმენის შემადგენლობით ორშაბათს გამთენიისას ლატვიაში მიემგზავრება, სადაც მორიგ 10-დღიან შეკრებას გაივლის.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.

“თბილისური შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი სამმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ღურწკაიამ (“აკადემია”), გიორგი გუგეშაშვილმა (“ოლიმპი”) და საბა ჯაყელმა (“აკადემია”) დატოვეს. ამრიგად, ლატვიურ შეკრებაზე 13 კალათბურთელით მივემგზავრებით. ესენი არიან: არჩილ პულუზაშვილი (“ოლიმპი”), იოსებ გოგნაძე (“ოლიმპი”), კახა ტომარაძე (“ოლიმპი”), უჩა გამრეკლიძე (“ოლიმპი”), მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი”), გიორგი ტურძელაძე (“მგზავრები-არმია”), სოსო მაჭავარიანი (თამაშობს იტალიაში), ლევან მასხულია (თამაშობს ესპანეთში), ალექსანდრე ბოლქვაძე (“მგზავრები-არმია”), ლუკა ზარნაძე (“მგზავრები-არმია”), სანდრო სანაძე (“მგზავრები-არმია”), ნუგზარ აბულაძე (“ოლიმპი”) და ნიკოლოზ ლომიძე (“არენა 76”). ლატვიაში სამ ამხანაგურ შეხვედას ჩავატარებთ. ლატვიური შეკრების დასრულების შემდეგ, ლუქსემბურგის გავლით, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი, უნგრეთში წავალთ, რომელიც “ბ” დივიზიონის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს” – გვითხრა უსტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრების “ბ” დივიზიონის ერთ-ერთ შესარჩევ ჯგუფში მომდევნო ეტაპის 2 საგზურისათვის ჩერნოგორიის, პორტუგალიის, კოსოვოს, ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრები გუნდები იბრძოლებენ. ”ა” დივიზიონის საგზურს სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094353