აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მერვე დღეს საქართველოს ნაკრების არც-ერთ მონაწილეს ჰქონია საპრიზო ადგილზე გასვლის შესაძლებლობა და შესაბამისად გუნდურ ჩათვლაში ნაკრები ორი ადგილით დაქვეითდა.
20 ივნისს რინგზე სამი ქართველი მოკრივე გავიდა და მხოლოდ ერთმა შეძლო მერვედფინალური ეტაპის დაძლევა. გელა აბაშიძემ თურქი სიპალ იონდერი დაამარცხა. სევერიან ჭილაძემ და ოთარ ერანოსიანმა ორთაბრძოლები შესაბამისად ვასილ ვეტკინთან და ალბერტ სელიმოვთან დათმეს.
ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან სწრაფ სროლაში 284 ქულა მოიპოვა, ჯამში 573 ქულა დაუგროვდა და ტურნირი მე-20 ადგილზე დაასრულა.
მთლიანი გუნდური ჩათვლა მედლების რაოდენობით კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი - 29 ოქრო, 17 ვერცხლი, 13 ბრინჯაო - 49 მედალი
- აზერბაიჯანი - 14, 6, 13 - 33
- გერმანია - 8, 9, 9 - 26
- ბელარუსი - 7, 4, 12 - 23
- უნგრეთი - 7, 2, 5 - 14
- შვეიცარია - 6, 4, 2 - 12
- სერბეთი - 6, 4, 0 - 10
- დიდი ბრიტანეთი - 6, 2, 5 - 13
- თურქეთი - 5, 3, 15 - 23
- ესპანეთი - 4, 7, 5 - 16
- უკრაინა - 4, 6, 12 - 22
- იტალია - 3, 8, 3 - 14
- ჰოლანდია - 3, 5, 7 - 15
- საფრანგეთი - 3, 4, 4 - 11
- პორტუგალია - 2, 4, 1 - 7
- პოლონეთი - 1, 5, 5 - 11
- ხორვატია - 1, 2, 5 - 8
- სლოვაკეთი - 1, 1, 2 - 4
- საბერძნეთი - 1, 2, 1 - 4
- შვედეთი - 1, 1, 3 - 5
- ბელგია - 1, 1, 1 - 3
- ლიტვა - 1, 0, 0 - 1
- სლოვენია - 1, 0, 0 - 1
- ავსტრია - 0, 4, 3 - 7
- საქართველო - 0, 3, 3 - 6
- ბულგარეთი - 0, 2, 3 - 5
- რუმინეთი - 0, 2, 2 - 4
- ისრაელი - 0, 2, 1 - 3
- ჩეხეთი - 0, 1, 2 - 3
- მოლდოვა - 0, 1, 2 - 3
- სან მარინო - 0, 1, 1 - 2
- სომხეთი - 0, 1, 0 - 1
- მაკედონია - 0, 0, 2 - 2
- დანია - 0, 0, 1 - 1
- ესტონეთი - 0, 0, 1 - 1
- ლატვია - 0, 0, 1 - 1
- მონტენეგრო - 0, 0, 1 - 1
- ნორვეგია - 0, 0, 1 - 1