ფეხბურთი

19:54 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელმა” პელე დაიმატა

“მარსელის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “სოშოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით მეკარე იოჰან პელე დაიმატა და ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 32 წლის ფრანგი სტივ მანდადას შემცვლელი იქნება.

გოლკიპერს აწ უკვე ყოფილ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულება გაწყვიტა.

გასულ სეზონში ლიგა 2-ის გუნდის მაისურით პელემ 34 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 34 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.110377