ფეხბურთი

19:24 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" მჭედლიძის თანაგუნდელი გაიფორმა

იტალიური "ემპოლის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მირკო ვალდიფიორი ახალი სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს. 29 წლის ფეხბურთელმა დღეს დილით ნეაპოლიტანურ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

"ჩემთვის ეს დიდი შანსია. მადლობას ვუხდი ჩემს აგენტს, რომელმაც ეს ტრანსფერი მოაგვარა. მოედანზე "ნაპოლისთვის" ყველაფერს გავიღებ და მაქსიმუმს გავაკეთებ", - თქვა "აძურის" ახალწვეულმა.

მირკო ვალდიფიორიმ გასულ სეზონში სერია A-ში პირველად ითამაშა. 35 მატჩში მას გოლი არ გაუტანია, თუმცა იტალიელი სპეციალისტების ყურადღების მიქცევა მაინც მოახერხა.

0.115082