აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების მერვე დღე წარუმატებლად დაიწყეს ქართველმა მოკრივეებმა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში სევერიან ჭილაძემ რუს ვასილი ვეტკინთან მერვედფინალში სამივე რაუნდი დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა.
ჭილაძის ასპარეზობიდან რამდენიმე წუთში რინგზე ოთარ ერანოსიანიც ავიდა და დამარცხდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში ოთარმა ალბერტ სელიმოვთან წააგო (0:3).
20 ივნისს მერვედფინალური სერიის დაპირისპირებას გამართავს გელა აბაშიძე. ქართველის მეტოქე თურქი სპირალ იონდერი იქნება. ორთაბრძოლა 19:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აშკარად წარუმატებლად უნდა შეფასდეს ჩვენთვის ეგ ტურნირი
მგონი მეორე რაუნდში მოუთავა საქმე
მგონი მეორე რაუნდში მოუთავა საქმე
მოუგია აბაშიძეს
Round of 16Georgia Abashidze Gela 3 - 0
WP R2 2:01
Sipal Onder Turkey Results
ცუდია
ცნობილაძემ ერთხელ დაუშვა შეცდომა და გამოაგდეს, ჯამლეთ ხუხაშვილი მთელი ცხოვრება შეცდომებს უშვებს, პენსიონერიცაა და ვეტერანი კომენტატორიც, მაგრამ ტელევიზიას არ ეშვება. თავისით თუ არ მიდის გაცილება მაინც მოუწყონ, იქნებ გადაავიწყდეს და მაყურებლებიც დაასვენოს.
ცოცხალი დაბრუნდით და მედლის დდშ