საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას იჯარა რუმინეთის “კლუჟში” დასრულდა და ის იტალიის “ვერონას” დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს.
ინტერნეტპორტალ tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, “ვერონა” ჭანტურიას კარიერის გაგრძელების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
განვლილ სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა რუმინეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რუმინეთის თასზე მან “კლუჟის” ღირსება 4-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.