გრძელდება სენსაცია ნორვეგიაში მიმდინარე გრანდიოზულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე, რომლის მთავარი მოქმედი პირი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენია. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, წლევანდელი საჭადრაკო სამყაროს გამოკვეთილ ლიდერ კარლსენს მიმდინარე ტურნირზე 4 შესაძლებლობიდან მხოლოდ ნახევარი ქულა აქვს და ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება. მორიგი შეხვედრა მეოთხე ტურში კარლსენმა, რომელიც შავებით თამაშობდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან წააგო.
ასპარეზობას ბულგარელი ვესელინ ტოპალოვის სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელსაც 3.5 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ჰიკარუ ნაკამურას ნახევარი ქულით უსწრებს. მეოთხე ტურში ტოპალოვის მეტოქე ტურნირის რეიტინგ-აუტსაიდერი ჯონ ლუდვიგ ჰამერი იქნება, ხოლო კარლსენი გრიშუკს ეთამაშება.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) 1:0
ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) – ლუდვიგ ვან ჰამერი (ნორვეგია) 1:0
ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) – ლეონ არონიანი (სომხეთი) 1:0
ფაბიანო კარუანა (იტალია) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0:5-0:5
ანიშ გირი (ჰოლანდია) – ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0:5-0:5
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ
I ტოპალოვი 3.5 ქულა
II ნაკამურა 3
III-IV გირი, ანანდი 2.5-2.5
V-VII ვაშიე-ლაგრავი, კარუანა, გრიშუკი 2-2
VIII-IX არონიანი, ჰამერი 1-1
X კარლსენი 0.5
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი
ჰამერი – ტოპალოვი
კარლსენი – გრიშუკი
ნაკამურა – ანანდი
ვაშიე-ლაგრავი – გირი
არონიანი – კარუანა