მადრიდის “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აპირებს, რომ ნორვეგიელ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს მომავალ სეზონში გუნდში დამკვიდრების შანსი მისცეს.
16 წლის ნორვეგიელი გუნდთან ერთად ავსტრალიასა და ჩინეთში შეკრებაზე მიდის. ის ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღებს მონაწილეობას. “სამეფო კლუბში” ვარაუდობენ, რომ ედეგორი კლუბის ხელმძღვანელობის იმედებს გაამართლებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “რეალი” ახალგაზრდა ფეხბურთელს გაანათხოვრებდა, რათა სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ დარჩენილიყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია