ფრანგი თავდამსხმელი ანტონი მოდესტი, რომელმაც ბუნდესლიგის განვლილ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მომავალ სეზონს “რეინ ენერგიზე” დაიწყებს.
“კიოლნის” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა “ჰოფენჰაიმთან” 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
მოთამაშესა და ახალ კლუბს შორის კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა, თუმცა, მისი ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ანტონი “კიოლნში” 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ენტონი უჯუ უნდა შეცვალოს, რომელიც ახალ სეზონს ბრემენის “ვერდერში” დაიწყებს.