სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:53 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მბიამ თბილისს ტრაბზონი არჩია

“სევილიას” კამერუნელი ნახევარმცველი სტეფან მბია სუპერთასის მატჩში კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ, თბილისში აღარ ითამაშებს. თურქული “ტრაბზონსფორის” ოფიციალური საიტის ცნობით, მბიამ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და ახალ სეზონს სწორედ თურქეთის ჩემპიონატში დაიწყებს.

29 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა “სევილიაში” ორი სეზონი გაატარა და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ესპანურ კლუბში თავდაპირველად ის განათხოვრების წესით თამაშობდა, მისი კონტრაქტი კი, “ქუინზ პარკ რეინჯერსს” ეკუთვნოდა, მაგრამ სევილიელებს თავი მოაწონა და ესპანელებმაც მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმეს.

ზემოთნახსენები კონტრაქტი ხანმოკლე იყო, მას ვადა გაუვიდა და მბია “ტრანზონსფორში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მისი ახალი შეთანხმება სამწლიანია.

0.072468