უკვე გადაწყვეტილია, რომ “საუთჰემპტონისა” და მისი მცველის ნათან კლაინის გზები გაიყრება და ახლა კლუბი ყველაზე მიმზიდველი წინადადების მოლოდინშია.
“წმინდანებმა” მარჯვენა მცველის პოზიციაზე “სპორტინგიდან” სედერიკ სოარეში შეიძინეს, რის შემდეგაც 24 წლის ფეხბურთელის გასხვისებაზე თანხმობა განაცხადეს. მისი შეძენის სურვილი ისეთ გრანდებს აქვთ, როგორიც “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან და ასეთ პირობებში მოთამაშის შეძენა ძალიან ძნელია. “საუთჰემპტონი” კლაინის სანაცვლად 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
The Independent-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც მერსისაიდელებმა კირან ტრიპიერის შეძენის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს (მან კარიერის “ტოტენჰემში” გაგრძელება გადაწყვიტა), ახლა მზად არიან ნათანის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა სრულად გადაიხადონ, რათა მანჩესტერელებს დაასწრონ. მაისის მიწურულს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” კლაინის სანაცვლოდ 14 მილიონს იხდიდა და ახლა შეთავაზებას 1 მილიონით გაზრდის.
აქამდე “ლივერპულმა” მხოლოდ თავისუფალი აგენტები გაიფორმა და მეკარე ადამ ბოგდანს, ნახევარმცველ ჯეიმს მილნერს და ფორვარდ დანი ინგზს შეუთანხმდა.