მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე სულ რამდენიმე წრის გავლა შეძლო და ბოლო დრო აჩვენა, მეორეზე კი ტრანსმისია დაუზიანდა, სებასტიან ფეტელმა მაინც შეძლო ორივე სესიის ჯამში საუკეთესო დროის დაფიქსირება. ორი სესიაზე ბოლო და პირველი ადგილები მართლაც საოცარი კონტრასტია, თუმცა ასეთია ფ1 სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია.
პირველ სესიაზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მხოლოდ ოთხი წრის გავლა მოასწრო და გადაცემათა კოლოფი გაუჭირვეულდა. ტრასაზე მეტად აღარც გამოსულა. მეორე პრაქტიკაზე კი 28 წრის გავლა მოასწრო, მათ შორის ერთი საუკეთესო იყო და მერე ისევ კოლოფმა უმტყუნა. როგორც გაირკვა, მეორე შემთხვევაში, ერთ-ერთ სენსორს პრობლემა დაუფიქსირებია, თუმცა კონკრეტულად რა პრობლემა იყო, ჯერჯერობით უცნობია.
ორივე სესიაზე მესამე უსწრაფესი კიმი რაიკონენი იყო, რამაც „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე ძალიან გაახარა. თუმცა ინციდენტი მასაც შეემთხვა - როცა „ფერარის“ შეფმა პიტლეინზე გადარბენა დააპირა, მის გვერდით, ბოქსიდან სწორედ მაშინ გამოვიდა ფელიპე მასა. ბრაზილიელმა დროულად მოასწრო დამუხრუჭება და არივაბენეც სწრაფადვე უკან გადახტა.
და სად იყვნენ ამ დროს „მერსედესის“ პილოტები? პირველ სესიაზე საუკეთესო დრო ნიკო როსბერგს ჰქონდა, მეორე სესიაზე კი ის მეორე დროს დასჯერდა. ლუის ჰამილტონი კი შესაბამისად, მეორე და მეხუთე დროებს დასჯერდა. მსოფლიოს ჩემპიონი განსაკუთრებით უკმაყოფილო პირველ სესიაზე დარჩა, რომელზეც თანაგუნდელთან 0.308 წამი წააგო.
ავსტრიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:10.401
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.709
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:11.028
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:11.452
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:11.633
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:11.642
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:11.724
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:11.825
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:11.890
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:11.905
- კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:11.948
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:12.004
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:12.031
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანწთი, ლოტუსი) 1:12.050
- მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:12.159
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.920
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.272
- უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:13.937
- რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:15.459
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.684
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:09.600
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:09.611
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:09.860
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:09.914
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.137
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:10.160
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:10.267
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:10.356
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:10.495
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:10.585
- კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:10.631
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:10.686
- მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:10.744
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:10.746
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:11.011
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:11.517
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:11.676
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:11.919
- უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:12.522
- რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:13.094







