ფეხბურთი

23:30 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორიენტესმა ესპანეთის მესამე ლიგის გუნდი ჩაიბარა

ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი ესპანეთის მესამე ლიგის კლუბს “ფუენლაბრადას” გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ფუენლაბრადა” სეგუნდა დივიზიონი B-ს მეორე ჯგუფში გამოდის და გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. “ელ მორო” მოკრძალებულ მადრიდულ კლუბს მომდევნო ორი სეზონის განმალობაში გაწვრთნის.

მორიენტესის წარდგენა 29 ივნისს “ესტადიო ფერნანდო ტორესზე” მოხდება (კლუბის საშინაო არენა, რომელიც 2500 ადამიანს იტევს).

გეტყვით, რომ ფერნანდო 2012 წელს “ურაკანის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ხოლო 2012-2014 წლებში მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებდა. მან 2015 წლის იანვარში საფეხბურთო კარიერა სამოყვარულო დონეზე განაახლა და სამოყვარულო “სანტა ანას” რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა.

39 წლის ვეტერანმა აქტიური საფეხბურთო კარიერა “ალბასეტეში”, “სარაგოსაში”, “რეალში”, “მონაკოში”, “ლივერპულში”, “ვალენსიასა” და “მარსელში” გაატარა. ნანდოს ესპანეთის ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გოლი აქვს გატანილი.

0.179885