37 წლის ამერიკელი კალათბურთელი შონ მერიონი ზაფხულში კარიერის დასრულებას გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
2014-15 წლის სეზონში მერიონი “კლივლენდის” შემადგენლობაში თამაშობდა.
მერიონი 1999 წლიდან 2008 წლამდე “ფინიქს სანსის” ღირსებას იცავდა. შემდეგ იყო “ტორონტო”, “მაიამი” და “დალასი”. მერიონი დირკ ნოვიცკის მეთაურობით “დალასთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. “მატრიცას” საუკეთესო სეზონი 2005-06 წლებში ჰქოდნა, კალათბურთელი საშუალოდ ერთ მატჩში 21.8 ქულა და 11.8 მოხსნას სძენდა გუნდს. შონს “ოლ სტარზე” 4-ჯერ აქვს ნათამაშები.







