“ლივერპული” “რეალის” 25 წლის ნახევარმცველით ასიერ ილიარამენდით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “რეალის” ახალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ილიარამენდის გუნდიდან გაშვებას აპირებს. ლივერპულელები 25 წლის ესპანელში 20 მილიონ ევროს იხდიან.
ილიარამენდი “სამეფო კლუბის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. სანტიაგო ბერნაბეუელთა შორის ნახევარმცველმა 59 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.