კალათბურთი

20:10 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუზერი შესაძლოა “მაიამიში” გადავიდეს

“მაიამი ჰიტი” “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მძიმე ფორვარდით კარლოს ბუზერით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ბუზერი განვლილ სეზონში, საშუალოდ ერთ მატჩში 11.8 ქულას და 6.8 მოხსნას აგროვებდა. კარლოსი ამა წლის 1 ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდა.

33 წლის კალათბურთელმა ნბა-ში თამაში 2002 წელს “კლივლენდ კავალიერსში” დაიწყო. შემდეგ “იუტაში”, “ჩიკაგოში” და ლეიკერსში” თამაშობდა. ბუზერი 2007 და 2008 წლებში “ოლ სტარის” მონაწილეა.

0.120388