ლონდონის "ჩელსი" ფრანგ ნახევარმცველ გაელ კაკუტას საბოლოოდ შეელია. 23 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონიდან ესპანური "სევილიას" რიგებში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
გაელ კაკუტა "ჩელსიმ" დიდი იმედით 2007 წელს შეიძინა, მაგრამ ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მან გასული სეზონი იჯარით "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.