ფეხბურთი

15:45 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო “ბარსადან” აბარგებას აპირებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველის ადრიანოს აგენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და კლუბის დატოვება სურს.

“ადრიანო მადლობელია “ბარსელონაში თამაშით და ყველა მოგებული ტურნირით, მაგრამ მას უნდა უფრო დიდხანს იყოს მოედანზე და ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი გუნდიდან წასვლაა. ჩვენ მივიღებთ შემოთავაზებებს და მოლაპარაკებებს გავმართავთ. მას უნდა უფრო მეტი სათამაშო წუთი და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში ჩარიცხვა.” – განუცხადა Mundo Deportivo-ს პაულო აფონსომ.

გასულ სეზონში ადრიანო საშუალოდ ერთ მატჩში მოედანზე 52 წუთს ატარებდა. ბრაზილიელმა 27 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113236