კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ტონი ფრეიშა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დაპირებებს გასცემს. ესპანელის განცხადებით, მას გუნდში იოჰან კრუიფის დაბრუნება სურს.
“ბარსელონაში” იოჰან კრუიფის დაბრუნება მსურს. აგრეთვე ჩვენი სამოქმედო ჯგუფი ყოველწლიურად ფეხბურთელების ტრანსფერებში 180 მილიონ ევროს არ დავხარჯავთ.” – ციტირებს ფრეიშას სიტყვებს მარცა.
ჰოლანდიელი სპეციალისტი “ბლაუგრანას” 1988-96 წლებში ხელმძღვანელობდა და გუნდს 11 ტიტული მოაგებინა.
“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.